среда, 27 мая 2009 г.

კახეთი



  მხარის ზოგადი დახასიათება:

ტერიტორიის ფართობი – 11379 კმ2
ადმინისტრაციული ცენტრი – თელავი
მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის – 150 კმ
კლიმატი – ჰავა სუბტროპიკული, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 130ჩ. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 400-800 მმ.
წყლის ძირითადი არტერიები: მდ. ალაზანი, რომლის სიგრძე მინგეჩაურის წყალსაცავამდე 351 კმ-ია.
მსხვილი შენაკადებიდან აღსანიშნავია: ილტო (43 კმ), ხოდაშნისხევი (31 კმ), სტორი (38 კმ), თურდო (28 კმ),
ჩელთი (28 კმ), ლოპოტა (33 კმ), კისისხევი (37 კმ), დურუჯი (26 კმ), ჭერმისხევი (35 კმ), კაბალი (48 კმ).
მდინარე იორი, რომლის სიგრძეა 320 კმ, მსხვილი შენაკადებია მდ. გომბორი (13 კმ), ლაბინხევი (10 კმ),
ლაკბე (32 კმ), ოლე (29 კმ).


ხელისუფლება:

  კახეთის მხარეში აღმასრულებელ ხელისფლებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის
სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია, უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება, ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.
  მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა) ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:

_ თელავის მუნიციპალიტეტი;
_ ახმეტის მუნიციპალიტეტი
_ გურჯაანის მუნიციპალიტეტი;
_ ყვარლის მუნიციპალიტეტი;
_ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი;
_ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი;
_ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი;
_ სიღნაღის მუნიციპალიტეტი.


მოსახლეობა და დასაქმება:

მოსახლეობის რიცხოვნობა 2006 წლის 1 იანვრისათვის – 409551 კაცი.
აქედან: ქალაქის მოსახლეობა _ 86210 კაცი; სოფლისა – 323341 კაცი.
მოსახლეობის სიმჭიდროვე 2006 წლის 1 იანვრისათვის – 36 კაცი. 
მოსახლეობის მთლიანი რიცხოვნობიდან:
დასაქმებულია ეკონომიკაში _ 204670 კაცი;
სახელმწიფო სექტორში _ 26607 კაცი;
კერძო სექტორში _ 178063 კაცი.
უმუშევარია – 47398 კაცი.
მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა:
ქართველები – 343 590 კაცი;
სომხები _ 3441 კაცი;
რუსები _ 3299 კაცი;
ოსები _ 6333 კაცი;
აზერბაიჯანელები _ 40344 კაცი;
უკრაინელები _ 126 კაცი;
იეზიდები _ 426 კაცი;
ბერძნები _ 244 კაცი;
აფხაზები _ 108 კაცი;
ქისტები _ 8242 კაცი;
სხვადასხვა _ 3398 კაცი.

მოსახლეობის რიცხოვნობა მსხვილ დასახლებებში:

ქ. თელავი _ 20200ქ. ახმეტა _ 9400ქ. გურჯაანი _ 10700ქ. დედოფლისწყარო _ 7724ქ. ლაგოდეხი _ 6590ქ. საგარეჯო _ 12566ქ. სიღნაღი _ 2700ქ. წნორი _ 6030ქ. ყვარელი _ 10300

კულტურული ღირსშესანიშნაობები:თეატრები, მუზეუმები.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები:

  კახეთის მხარე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. აქ განთავსებულია საქართველოში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების 2/3, მათ შორისაა: ძველი შუამთის (V-VII სს.) და ახალი შუამთის (XVI ს.)
  მონასტრები, იყალთოს სამონასტრო კომპლექსი (XI-XII სს.), ბახტრიონის ციხე-გალავანი (XII ს.), ალავერდის ანსამბლი (XI ს.), მატნის ცხრაკარის მონასტერი (V ს.), გრემის მთავარანგელოზის ტაძარი (1565 წ.), ნეკრესის სამონასტრო ანსამბლი (IV-IX სს.), დავით გარეჯის სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი (VI ს.), უჯარმის ციხე-ქალაქი (VI ს), ბოდბის გამოქვაბულთა კომპლექსი (XI-XIII სს.), წმ. ნინოს სამონასტრო კომპლექსი, ხირსის მონასტერი, თამარის ციხე (შუა საუკუნეები), სიღნაღის ციხე (შუა საუკუნეები), ხორნაბუჯის ციხე (ადრეული შუა საუკუნეები) და სხვ.

კახეთის მხარის ეკონომიკა:
  კახეთი ეკონომიკური პოტენციალით არის საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი რეგიონი.

ტრანსპორტი:
  კახეთში კარგადაა განვითარებული საავტომობილო ტრანსპორტი. 

კავშირგაბმულობა:
  კახეთის რეგიონის ყველა რაიონის ტერიტორიაზე მოქმედებს საერთაშორისო საქალაქთაშორისო სატელეფონო ქსელი, თელავსა და გურჯაანში დანერგილია თანამედროვე ჩინური ტექნოლოგიები (ციფრული სატელეფონო ქსელი).
  ტერიტორია მთლიანად არის მოქცეული `მაგთიკომისა” და `ჯეოსელის” დაფარვის ზონაში.

ენერგეტიკა:
  რეგიონი მთლიანადა ელექტროფიცირებულია. როგორც ქალაქის, ისე სოფლის მოსახლეობას
ელექტროენერგია 24-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. დღე-ღამეში მოხმარება შეადგენს 18-20 მგვტ-ს.

  კახეთი ტურისტული პოტენციალით მდიდარი მხარეა, რაც საშუალებას იძლევა, რომ განვითარდეს ტურიზმის სხვადასხვა   სახეობები.





1 комментарий:

  1. Custom titanium framing hammer - Tatiana
    Get your titanium frame price of titanium built for titanium bar stock professional service. raw titanium Choose from our wide range titanium trim as seen on tv of tools. Choose from our range of options, and find the perfect for your  Rating: 4.3 · ‎9 reviews babyliss pro titanium hair dryer

    ОтветитьУдалить